Friday, December 24, 2010

fasion citim!!

დონატელლამ

ყოველ წელს ჩნდება უფტო მეტი და მეტი ადამიანი, რომლებზეც მოდა ძალიან დიდ გავლენას ახდენს .ამ ადამიანებს უმეტესად არ აქვთ გემოვნება, მათთვის უბრალოდ მთავარია იყვნენ "ტენდენციურები". 
ისინი ნამდვილად არიან მოდის მსხვერპლნიპირველად გოგოებს შეარქვეს მოდის მსხვერპლები საფრანგეთში მე-18 საუკუნეში, როდესაც ისინი ზამთარში დარბოდნენ ქუჩებში თხელ შარფებში, რეზულტატში ცივდებოდნენ და მძიმედ ავადმყოფობდნენ, ხშირ შემთხვევაში კი კვდებოდნენ ფილტვების ანთებით. სამოსის გამო სიკვდილიანობა და სხვადასხვა სიმახინჯეების განვითარება ადრეც ახსოვს ისტორია, მაგალითად კორსეტები. ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც მანდილოსნებს ზედმეტად მოჭერილი კორსეტი ნეკნებს უმტვრევდა.
საზოგადოებრივი აზრით მაშინ ქალბატონები იყვნენ მოდის გავლენის ქვეშ და ეხლანდელ დროზე რაღა უნდა ვთქვათ?
ესეიგი? თქვენ ხართ "Fashion victim", თუ:

- თქვენთვის ბრენდს ძირითადი როლი უკავია, თქვენ ეთანხმებით თუნდაც ყალბს, ოღონდ Louis Vuitton-ის ხელჩანთა გქონდეთ.
- თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს არა მარტო მოდაში, არამდეს ბოლო კოლექციიდან
- მოდური ტენდენციები უფრო მნიშნველოვანია ვიდრე საკუთარი სტილის შენარჩუნება

- თქვენ არ აღიარებთ ნატურალურ სილამაზეს
- თქვენ ზედმეტად გატაცებული ხართ დეკორატიული კოსმეტიკით, თმები შეღებილი გაქვთ და დაგრძელებული
- ხელოვნური რუჯი გაქვთ და არ გამოდიხართ სოლარიუმიდან
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ტანსაცმელი შეიძლება არ იყოს კომფორტული - მთავარია, რომ ის იყოს მოდური და ლამაზიb
- რა თქმა უნდა გატაცებული ხართ სხვა და სხვანაირი დიეტებით
- თქვენ ან გაკეთებული გაქვს პლასტიკური ოპერაცია, ან აპირებთ
- თქვენ ყოველთვის მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს ატარებთ                                                                   ვარსკვლავებიდან ერთ-ერთი მოდის მსხვერპლი დონატელლა ვერსაჩეა და უფრო კონკრეტულად პლასიკური ქირურგიის.                                                                                                          აი რა განუცხადა დონატელლამინტერვიუში ერთ ჟურნალს:
"მოდის სამყაროში არა აქვს მნიშვნელობა რა გაქვს თავში. მთავარია - ლამაზი ფასადი! სახე, ტანი, ტანსაცმელი - ყველაფერი უნდა ყვიროდეს, რომ შენ დარწმუნებული ხარ შენს თავში და შენი თავის ფასი იცი. ერთ მილიონ დოლარად თუ არ გამოიყურები, ორ მილიონს ვერ მოიპოვებ".
" მე არც კი მახსოვს ჩემი ნამდვილი თმის ფერი და საერთოდ რა არის ნატურალურობა? აი რა არის? ხშირად მესმის? როგორ ამბობს ვიღაც: " ახ, ამ ქალს ნატურალური სილამაზე აქვს". ეს ნიშნავს ბუნებრივი, ხო? აი ჩემთვის ბუნებრივობა ხილთან და ბოსტნეულთან ასოცირდება"...
ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სიმართლე რომ არ იყოს...