Friday, December 10, 2010
lamazi da sasargeblo rchevebii
,,ყველაზე ტკბილი და თბილი ამ ქვეყანაზე დედის ლოყაა"
,,ამ ქვეყნად არსებობს ყველაზე უძვირფასესი და უმშვენიერესი ქალი, ეს დედაჩემია."
ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის.
დედის სიყვარული სულში ანთებული სანთელია, რომელიც მთელი ცხოვრება გვინათებს სულს და გონებას და გვასწავლის რა უფრო უკეთესია ჩვენთვის და რა უარესი. როგორ უნდა მოვიქცეთ ნებისმიერ სიტუაციაში. მაშინაც კი, როცა დედა ჩვენს გვერდით აღარ იქნება, ეს სანთელი კვლავ გაანათებს ჩვენს სულს და გონებას.
თუ გინდათ, რომ ყველასათვის მომხიბვლელი იყოთ უნდა ფლობდეთ 15 საიდუმლოს: უნდა იცოდეთ ენები, გაგაჩნდეთ პირადი ღირსების გრძნობა, იყოთ გონებამახვილი და ინტელექტით სავსე, გქონდეთ საერთო განათლება, იყოთ სპორტული, ელეგანტური, შეგეძლოთ საკუთარი იმიჯის შექმნა საზოგადოებაში, გახასიათებდეთ ჩაცმის მოხდენილი მანერა, გქონდეთ დახვეწილი მანერები, სიარულის მოხდენილი მანერა, იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ და ყველა სიტუაციაში ღიმილი დაგთამაშებდეთ სახეზე, არასოდეს არ გტოვებდეთ იუმორის გრძნობა, იყოთ ზომიერად თავმდაბალი. მაშინ თქვენთან ურთიერთობა ყველასათვის სასურველი და სასიამოვნო იქნება.
ტვინი ყველაზე სექსუალური ორგანოა, რომელსაც ვერცერტი ორგანო შეედრება. მიეცით თქვენს ფანტაზიებს თავისუფლება, საკუთარ მოთხოვნილებებს და სურვილებს კი ახდენის შესაძლებლობა.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სიცოცხლეში მოსვლის თანავე მათი ყველა ნაბიჯი წინასწარ არის განსაზღვრული ღმერთის მიერ და მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. მხოლოდ მოთმინება რწმენა და სიყვარული დააბრუნებთ მათ უფალთან, რადგან ადამიანის სიცოცხლეს სხვა აზრი არ გააჩნია. ძველი ინდოელები ამბობდნენ: "ადამიანი იმიტომ იბადება, რომ დარგოს ხე, ააშენოს სახლი და მისცეს დასაბამი ახალ სიცოცხლეს". ადამიანს ღმერთისაგან ორი უმშვენიერესი მისია ებოძა სიმართლის თქმა და სიკეთის კეტების ნიჭი. თავად ღმერთსაც არ შეუძლია სიკვდილამდე ადამიანის გამკითხვა.
დაიჯერეთ ბედიც და იღბალიც არსებობს, თუმცა შეგიძლიათ ის თქვენს ნებას დაუმორჩილოთ. თუ დაცემა გიწერიათ, აუცილებლად დაეცემით, მაგრამ ღირსეულად წამოდგომა უნდა შეძლოთ. ნუ დაკარგავთ დროს უქმად, ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია. მაქსიმალურად გამოიყენეთ თითოეული დღე. დაიჯერეთ, თუკი მოინდომებთ, ყველაფერს შესძლებთ, შეუძლებელსაც კი. ბედი კი მხოლოდ იმათ ანებივრებს, ვინც მის ახირებებს არ ემორჩილება.
ზოგჯერ განშორება დაკარგვას ნიშნავს.
ყველაზე ძვირფასს და ყველაზე სანუკვარს, თავიდანვე სჭირდება გაფრთხილება.
უქალო ოჯახი, უგულო სხეულია.
სიკვდილი და ქორწილება ცაში წყდება, ის უფლის ნებაა.
როცა ბედნიერები ვართ,მაშინ ძალიან კარგები ვართ, მაგრამ როცა კარგები ვართ, ყოველთვის ბედნიერები როდი ვართ.
mამაკაცთა ბედნიერება ქალების ხელს ქალები ბევრად უფრო ბედნიერები არიან ამ ქვეყნად ვიდრე მამაკაცები, რამეთუ მათ ძალიან ბევრი რამ ეკრძალებათ ამ ქვეყნად. იგივეს ვერ ვიტყვით მამაკაცებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)